IV
კლასი
მიმართულება: მეცნიერული
კვლევა-ძიება
ბუნ.IV.1.
მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში
მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება.
შედეგი
თვალსაჩინოა,
თუ
მოსწავლე:
·
სვამს შესაბამის კითხვებს და იყენებს კვლევის სხვადასხვა ხერხს მათზე პასუხის მისაღებად;
·
ატარებს მარტივ კვლევით/პრაქტიკულ აქტივობას უსაფრთხოების წესების დაცვით;
·
ატარებს გაზომვებს სხვადასხვა ხელსაწყოს (თერმომეტრის, სახაზავის, წამმზომის, სასწორის) საშუალებით, იყენებს სტანდარტულ ერთეულებს;
·
იყენებს სხვადასხვა საშუალებას კვლევის შედეგების აღრიცხვა-ორგანიზებისთვის (მარტივი მეცნიერული ენით ჩაწერა, პიქტოგრამა, ცხრილი, ფოტო, ვიდეო);
·
ადარებს და აჯგუფებს კვლევის შედეგად მიღებულ მონაცემებს. აანალიზებს და გამოსახავს პიქტოგრამის, ცხრილის, მარტივი სქემის საშუალებით;
·
მარტივი საბუნებისმეტყველო ტერმინების გამოყენებით აყალიბებს კითხვებზე პასუხებს საკუთარი დაკვირვებისა და მოსაზრებების საფუძველზე;
·
ადარებს ერთმანეთს საკუთარი და თანაკლასელთა დაკვირვების შედეგებს;
·
წარუდგენს
მიღებულ შედეგებსა და დასკვნებს თანაკლასელებს კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმით (მაგ.,
ზეპირი მეტყველების, წერითი მეტყველების, ისტ-ის საშუალებით).
მიმართულება: ცოცხალი სამყარო
ბუნ.IV.2.
მოსწავლემ უნდა შეძლოს ორგანიზმთა ცალკეული
ჯგუფების დახასიათება.
შედეგი
თვალსაჩინოა,
თუ
მოსწავლე:
·
ამოიცნობს ორგანიზმების ცალკეული ჯგუფების ტიპურ წარმომადგენლებს ზოგიერთი თვალსაჩინო ნიშნის მიხედვით;
·
განასხვავებს ორგანიზმების ცალკეული ჯგუფების (ბაქტერიები, სოკოები, ჭიები, ფეხსახსრიანები, თევზები, ამფიბიები, ქვეწარმავლები, ფრინველები, ძუძუმწოვრები, წიწვოვანი და ყვავილოვანი მცენარეები) აგებულების (მაგ., სხეულის გარეგანი ნიშან-თვისებები, ჩონჩხი) და გამრავლების თავისებურებების მიხედვით;
·
ადარებს და აჯგუფებს ცხოველებს აგებულების, საარსებო გარემოს და გამრავლების თავისებურებების მიხედვით; (მაგ., ხერხემლიანი - უხერხემლო, წყლის ცხოველები - ხმელეთის ცხოველები, კვერცხის დება - ცოცხლად შობა);
·
ადარებს და აჯგუფებს მცენარეებს (წიწვოვანი - ყვავილოვანი) აგებულების მიხედვით (ტიპური ფოთოლი - წიწვი, ყვავილის/ნაყოფის არსებობა - არარსებობა).
შინაარსი
ორგანიზმები არსებითი ნიშან-თვისებების
მიხედვით იყოფა ჯგუფებად: ბაქტერიები,
სოკოები, მცენარეები, ცხოველები. არსებობენ უხერხემლო და ხერხემლიანი ცხოველები. უხერხემლო ცხოველების წარმომადგენლებია, მაგალითად, ჭიები, ფეხსახსრიანები. ხერხემლიანი ცხოველებია -თევზები,
ამფიბიები,
ქვეწარმავლები, ფრინველები, ძუძუმწოვრები. ცხოველების ჯგუფში გაერთიანებული ორგანიზმები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან აგებულების, კვების, გამრავლების თავისებურებებით, საარსებო გარემოსა და ცხოვრების ნირის მიხედვით. მცენარეები გვხვდებიან ბალახების, ბუჩქების, ხე-მცენარეების სახით. ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული ყვავილოვანი მცენარეები. ისინი წარმოქმნიან ყვავილს, რომელიც გამრავლების ორგანოა. ყვავილში წარმოიქმნება თესლი. ყვავილოვანი მცენარეებისგან განსხვავებით, წიწვოვანი მცენარეები ყვავილსა და ნაყოფს არ წარმოქმნიან. მათი თესლი მოთავსებულია გირჩაში. საქართველოში გავრცელებულია სოკოების, მცენარეების,
ცხოველების
მრავალი
წარმომადგენელი. ზოგიერთი ბაქტერია, სოკო ან ცხოველი გადამდები დაავადებების გამომწვევია.
სარეკომენდაციო აქტივობები
მასწავლებელი:
·
სთავაზობს მოსწავლეებს ცხოველების ცალკეული ჯგუფების წარმომადგენლების ილუსტრაციებს/ვიდეომასალას, სთხოვს დააჯგუფონ ისინი თვალსაჩინო ნიშან-თვისებების მიხედვით და დაასახელონ დაჯგუფების კრიტერიუმი;
·
ათვალიერებინებს მოსწავლეებს გარემოს (მაგ., სკოლის ეზოს,
მიმდებარე ტერიტორიას, ბოტანიკურ ბაღს, ზოოპარკს) და სთხოვს, მიაკუთვნონ ესა
თუ ის მცენარე ან ცხოველი სათანადო ჯგუფს;
·
სთხოვს მოსწავლეებს, შექმნან სასურველი
ცხოველის/მცენარის მოდელი და მიაკუთვნონ შესაბამის ჯგუფს. აწყობს საკლასო
გამოფენას;
·
ურიგებს მოსწავლეებს სხვადასხვა ცხოველის საფარველის
(ბალანი, ბუმბული, ქერცლები, ბაკანი) ნიმუშებს, სთხოვს დაათვალიერონ ლუპით,
აღწერონ და მიაკუთვნონ შესაბამის ცხოველს/ცხოველთა ჯგუფს. გამოთქვან მოსაზრება,
რასთან არის დაკავშირებული თითოეული მათგანის აგებულების თავისებურება;
·
სთხოვს მოსწავლეებს, მოიყვანონ შთამომავლობაზე
ზრუნვის მაგალითები (ფრინველები - ბუდის აშენება, კვერცხების მოვლა, ბარტყების
კვება, ძუძუმწოვრები - ნაშიერების გამოკვება, მათზე ზრუნვა და გაწვრთნა).
ბუნ.IV.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა ორგანიზმის სასიცოცხლო ციკლების შედარება.
შედეგი
თვალსაჩინოა,
თუ
მოსწავლე:
·
ამოიცნობს ცხოველებისა და მცენარეების სასიცოცხლო ციკლის ძირითად ეტაპებს (ცხოველები - დაბადება, ზრდა-განვითარება, გამრავლება, მცენარეები - გაღივება, აღმოცენება, ზრდა-განვითარება, გამრავლება), აღწერს მათთან დაკავშირებულ ცვლილებებს;
·
აკვირდება ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლებს სხვადასხვა სტადიაზე, შედეგებს წარმოადგენს ნახატების ან ჩანაწერების სახით;
·
ქმნის ფრაგმენტებისაგან კონკრეტული
ორგანიზმის სასიცოცხლო ციკლის ამსახველ სქემას, იყენებს
ისტ ტექნოლოგიებს მარტივი სქემების ასაგებად;
·
ასახელებს
სათანადო მაგალითებს იმის საილუსტრაციოდ, რომ ორგანიზმები მუდმივად იცვლებიან ზრდა-განვითარების პროცესში და გადიან სხვადასხვა სასიცოცხლო სტადიას;
·
პოულობს
მსგავსება-განსხვავებას სხვადასხვა ცხოველის (მაგ., ძაღლი, მერცხალი, ბაყაყი,
პეპელა) სასიცოცხლო ციკლებს შორის;
·
აგროვებს
ინფორმაციას, თუ როგორ შეიძლება აისახოს ადამიანის საქმიანობა ორგანიზმების
სასიცოცხლო ციკლებზე.
შინაარსი
ორგანიზმები იზრდებიან, ვითარდებიან, აღწევენ ზრდასრულ ასაკს,
იძლევიან შთამომავლობას. ახალი თაობის ინდივიდები იმავე გზას გადიან. ამ
პროცესების ერთობლიობას სასიცოცხლო ციკლს უწოდებენ. ორგანიზმები სხვადასხვა ხერხით უზრუნველყოფენ შთამომავლობის შენარჩუნებას, მაგალითად, მცენარეები წარმოქმნიან დიდი რაოდენობით თესლს, ძუძუმწოვრები ზრუნავენ თავიანთ ნაშიერებზე. ცხოველების სასიცოცხლო ციკლის ძირითადი სტადიებია: დაბადება, ზრდა-განვითარება, გამრავლება, მცენარეებისა
- თესლის
გაღივება,
აღმოცენება,
ზრდა-განვითარება,
გამრავლება.
ზოგიერთი
ცხოველის
განვითარება
მნიშვნელოვანი გარდაქმნების გარეშე მიმდინარეობს, ზოგიერთს კი სასიცოცხლო ციკლის სხვადასხვა სტადიაზე განსხვავებული
აგებულება და სასიცოცხლო მოთხოვნილებები ახასიათებს. განსხვავება სასიცოცხლო
ციკლის სხვადასხვა სტადიას შორის მნიშვნელოვანია ორგანიზმებს შორის კონკურენციის
შესამცირებლად და მათ გადასარჩენად. ბუნებრივ პროცესებში ადამიანის ჩარევა
შესაძლოა უარყოფითად აისახოს ორგანიზმთა სასიცოცხლო ციკლზე.
სარეკომენდაციო აქტივობები
მასწავლებელი:
·
სთავაზობს მოსწავლეებს ორგანიზმის სხვადასხვა სასიცოცხლო სტადიის ამსახველ ილუსტრაციებს ან აჩვენებს ვიდეომასალას. სთხოვს იმსჯელონ, როგორ იცვლება ორგანიზმები ზრდა-განვითარების პროცესში, სვამს კითხვებს: (მაგ., რით განსხვავდება ერთმანეთისაგან ადამიანისა და პეპლის ზრდა და განვითარება?);
·
სთხოვს მოსწავლეებს, შექმნან კონკრეტული ორგანიზმის სასიცოცხლო ციკლის ამსახველი მარტივი ნახატი/სქემა, ან თანმიმდევრულად დაალაგონ მისი სასიცოცხლოს ციკლის სხვადასხვა სტადია;
·
მოსწავლეებთან ერთად ქმნის ხელოვნურ საარსებო გარემოს (მაგ., თავსახურიანი ქილის, ნიადაგისა და ქვიშის, კენჭების, მცირე ზომის მცენარეებისა და ცხოველების, კერძოდ, ჭიაყელასა და სხვადასხვა მწერის გამოყენებით. აკვარიუმს თევზებით და წყალმცენარეებით) და აკვირდება მასში ორგანიზმების ზრდა-განვითარებას; სთხოვს მოსწავლეებს, შედეგები წარმოადგინონ ნახატების/ფოტოების ან ჩანაწერების სახით;
·
ესაუბრება მოსწავლეებს, რა მნიშვნელობა
აქვს ადამიანისათვის სასიცოცხლო ციკლის სხვადასხვა სტადიაზე მყოფ ზოგიერთ
ორგანიზმს (მაგ., თუთის აბრეშუმხვევიას (“აბრეშუმის ჭიის”) მუხლუხის - სტადიაზე - აბრეშუმის ძაფის წარმოქმნა, ზოგიერთი
პარაზიტი ჭიის კვერცხის სტადიაზე - ადამიანის დასნებოვნება);
·
სვამს კითხვას: „რა მნიშვნელობა აქვს ორგანიზმებისათვის ზრდა-განვითარების პროცესში მომხდარ ცვლილებებს?“ და სთხოვს მოსწავლეებს, გამოთქვან ვარაუდი;
·
სთხოვს მოსწავლეებს, უშუალო დაკვირვების გზით შეისწავლონ კონკრეტული ორგანიზმის სასიცოცხლო ციკლის სხვადასხვა სტადია, შედეგები წარმოადგინონ ნახატების ან ჩანაწერების სახით;
·
სთავაზობს მოსწავლეებს, აირჩიონ სასურველი ცხოველი, მოიპოვონ ინფორმაცია მისი სასიცოცხლო ციკლის თავისებურებების შესახებ, აღწერონ მსგავსება-განსხვავება სხვადასხვა სასიცოცხლო სტადიას შორის.
მიმართულება: სხეულები და
მოვლენები
ბუნ.IV.4.
მოსწავლემ უნდა შეძლოს ადვილად დაკვირვებადი
მოძრაობის და ძალების დახასიათება.
შედეგი
თვალსაჩინოა,
თუ
მოსწავლე:
·
აკვირდება და განასხვავებს მოძრაობის სხვადასხვა სახეს (მაგ., სრიალი, ტრიალი, ქანაობა, ხტუნვა);
·
აღწერს და ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა მოძრაობას მათი მახასიათებლების (სისწრაფე, მიმართულება) მიხედვით;
·
ატარებს მარტივ ცდებს სხეულის მოძრაობაზე ძალის მოქმედების შედეგის (სისწრაფის ან/და მიმართულების შეცვლა) გამოსავლენად;
·
განასხვავებს ერთმანეთისაგან კონტაქტურ (მოქაჩვა, ბიძგი) და მანძილზე მოქმედ (მაგნიტური მიზიდულობა და დედამიწის მიზიდულობა) ძალებს.
შინაარსი
ადვილად
დაკვირვებადი
მოძრაობების
სახეებია:
სრიალი, ტრიალი, ქანაობა, ხტუნვა და ა.შ. მათი დახასიათება შესაძლებელია მოძრაობის სისწრაფის (ნელა, სწრაფად) და მიმართულების მიხედვით. სხეულის
მოძრაობის
სისწრაფისა თუ მიმართულების ცვლილება განპირობებულია ამ სხეულზე ძალის/ძალების მოქმედებით. ადვილად დაკვირვებადი ძალების მაგალითებია: მოქაჩვა, ბიძგი, მაგნიტური მიზიდულობა და დედამიწის მიზიდულობა. ზოგიერთი ძალის მოქმედებისას (მოქაჩვა, ბიძგი) ურთიერთმოქმედი სხეულები ერთმანეთს უშუალოდ ეხებიან, ზოგი ძალა კი მანძილზე მოქმედებს (მაგნიტების ან მაგნიტისა და რკინის სხეულების მიზიდულობა, დედამიწის მიზიდულობა).
სარეკომენდაციო აქტივობები
მასწავლებელი:
·
თვითონ ან რომელიმე მოსწავლე მისი დახმარებით აჩვენებს დანარჩენ მოსწავლეებს სხვადასხვა სახის მოძრაობის მაგალითებს და სთხოვს მათ, დაასახელონ ეს მოძრაობები (მაგ., სრიალი, ტრიალი, ქანაობა, ხტუნვა), აღწერონ მათი სისწრაფისა და მიმართულების ცვლილებები;
·
სთხოვს მოსწავლეებს, სხვადასხვა ძალის გამოყენებით (ბიძგით, მოქაჩვით, დედამიწის მიზიდულობის ძალის გამოყენებით, მაგნიტით) აამოძრაონ რაიმე სხეული (მაგ,. სათამაშო მანქანა). მოსწავლეები ასახელებენ სხეულის მოძრაობის გამომწვევ ძალას და ასაბუთებენ საკუთარ მოსაზრებას;
·
ავალებს მოსწავლეების ჯგუფებს, რომ დაამზადონ სატრანსპორტო საშუალების (მაგ., მანქანის, მატარებლის, ნავის) მარტივი მოდელი, რომელსაც ბიძგის, ზამბარის ან რეზინის დახმარებით შეეძლება მოძრაობა. აღწერონ მოდელის შექმნის ეტაპები (მოქმედებების თანმიმდევრობა, წარმოქმნილი სირთულეები და მათი გადაჭრის გზები).
ბუნ.IV.5.
მოსწავლემ უნდა შეძლოს წყლის აგრეგატული
მდგომარეობების ცვლილების
დაკავშირება სითბოს
გადაცემასთან.
შედეგი
თვალსაჩინოა,
თუ
მოსწავლე:
·
ამოიცნობს და ასახელებს ბუნებრივ გარემოში ან/და ილუსტრაციებზე წყლის სხვადასხვა სახით (სითხის, ყინულის, ორთქლის) არსებობის მაგალითებს;
·
აღწერს წყლის მდგომარეობის ცვლილებებს (აორთქლება, კონდენსაცია, დნობა, გაყინვა) და მსჯელობს ამ ცვლილებების მნიშვნელობაზე ადამიანის საქმიანობასა და ყოფაში (მაგ., აორთქლების როლი სველი ტანსაცმლის გაშრობაში);
·
იკვლევს, რა ემართება სხვადასხვა აგრეგატულ მდგომარეობაში მყოფ წყალს სითბოს გაცემის ან მიღების შემთხვევაში (მაგ., ყინული გათბობისას წყლად იქცევა; წყლის ორთქლი გაცივებისას თხევადდება, წყალი კი - იყინება);
·
მსჯელობს წყლის აგრეგატული მდგომარეობის ცვლილების კავშირზე გარემოში მიმდინარე მოვლენებთან (წვიმა, თოვლი, სეტყვა, წყალსატევებში წყლის გაყინვა).
შინაარსი
ბუნებაში
წყალი
შეიძლება
სხვადასხვა
აგრეგატულ
მდგომარეობაში არსებობდეს. წყლის ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა დამოკიდებულია მის მიერ სითბოს გაცემა-მიღებაზე.
სითბოს
მიღებისას/შთანთქმისას
წყალი
მყარი
მდგომარეობიდან გადადის თხევად მდგომარეობაში, თხევადიდან კი - აირადში ანუ
ორთქლდება. სითბოს გაცემისას საწინააღმდეგო პროცესი მიმდინარეობს: აირადი მდგომარეობიდან წყალი გადადის თხევად მდგომარეობაში ანუ
კონდენსირდება, სითბოს შემდგომი გაცემისას კი თხევადი მდგომარეობიდან მყარ მდგომარეობაში გადადის ანუ იყინება; ადამიანი წყალს სამივე აგრეგატულ მდგომარეობაში იყენებს. წყლის აგრეგატული მდგომარეობის ცვლილება შექცევადია, რაც განაპირობებს ნალექების მოსვლას, წყლის წრებრუნვას ბუნებაში.
სარეკომენდაციო აქტივობები
მასწავლებელი:
·
სთავაზობს მოსწავლეებს, ცდის საშუალებით დაადგინონ წყლის თვისებები (ფორმა, დაკავებული მოცულობა, ხილულია თუ არა) სხვადასხვა
აგრეგატულ მდგომარეობაში;
·
ავალებს მოსწავლეებს, ჩაატარონ საშინაო ცდები და დააკვირდნენ, რა გავლენას ახდენს ყინულის კუბზე გარემოს ტემპერატურის
ცვლილება
(გაზომონ
ტემპერატურა
მაცივარში
და იმ ოთახში, სადაც ატარებენ დაკვირვებას);
·
სთავაზობს მოსწავლეებს, გამოიკვლიონ, იცვლება თუ არა წყლის მასა მისი აგრეგატული მდგომარეობის შეცვლისას (მაგ., ყინულის კუბის გალღობის მაგალითზე);
·
აძლევს
მოსწავლეებს სათანადო რესურსებსა და ინსტრუქციას (მათ შორის, უსაფრთხოების წესების
დაცვასთან დაკავშირებით) და ავალებს, დააკვირდნენ წყლის აორთქლებისა და
კონდენსაციის პროცესს.
მიმართულება: დედამიწა და
გარესამყარო
ბუნ.IV.6. მოსწავლემ უნდა შეძლოს
მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ობიექტების აღწერა, მათი მდებარეობისა და ურთიერთმიმართების განსაზღვრა რუკაზე.
შედეგი
თვალსაჩინოა,
თუ
მოსწავლე:
·
კითხულობს გეოგრაფიულ რუკას ლეგენდის გამოყენებით;
·
ასახელებს და განარჩევს ძირითად საკოორდინაციო ელემენტებს (მაგ., პოლუსები, ეკვატორი, ჰორიზონტის ძირითადი და შაულედური მხარეები);
·
რუკაზე ამოიცნობს წყლისა და ხმელეთის მსხვილ გეოგრაფიულ ობიექტებს (მაგ., კონტინენტები, ოკეანეები, კუნძულები, ნახევარკუნძულები);
·
რუკაზე დატანილი მსხვილი გეოგრაფიული ობიექტების ურთიერთგანლაგების აღსაწერად იყენებს ჰორიზონტის მხარეებს (მაგ., აფრიკის აღმოსავლეთით, სამხრეთ პოლუსთან ახლოს);
·
პოულობს რუკაზე საქართველოს, აღწერს მის მდებარეობას გეოგრაფიულ ობიექტებთან მიმართებაში (მაგ., დასავლეთიდან ესაზღვრება შავი ზღვა);
·
აღწერს გეოგრაფიულ ობიექტებს მათი შემადგენელი
ნაწილებისა და მახასიათებლების მიხედვით.
შინაარსი
დედამიწაზე
განარჩევენ
წყლისა
და
ხმელეთის
დიდ
ნაწილებს
- კონტინეტებს
და
ოკეანეებს.
რუკაზე/გლობუსზე
დედამიწის
ზედაპირი
გამოსახულია
შემცირებული
სახით.
განასხვავებენ ჰორიზონტის ძირითად და შუალედურ მხარეებს. რუკაზე
ობიექტების
დატანისას
იყენებენ
პირობით
აღნიშვნებს.
ყოველ
რუკას
აქვს
ლეგენდა,
სადაც
განმარტებულია, თუ რა არის აღნიშნული პირობითი ნიშნებით.
სარეკომენდაციო აქტივობები
მასწავლებელი:
·
სთხოვს მოსწავლეებს, პლასტილინისაგან გამოძერწილ მთას, მდინარეს, ტბას დახედონ ზემოდან და შეეცადონ, დახატონ ზედხედი. აღმოაჩინონ, რომ გარემო სხვაგვარად გამოიყურება სიმაღლიდან, ზემოდან. შეადარონ საკუთარი ნახატი რუკას, დააკვირდნენ, როგორ გამოიყურება მთა, მდინარე და სხვა ობიექტები გარემოში და როგორ ჩანს ისინი რუკაზე;
·
ჩაიფიქრებს ობიექტს და ასახელებს მის გარშემო არსებულ ობიექტებს ჰორიზონტის მხარეების მითითებით. მოსწავლეებმა უნდა გამოიცნონ ჩაფიქრებული ობიექტი;
·
სათანადო რესურსების არსებობის შემთხვევაში, აძლევს მოსწავლეებს რეალურ მარშრუტს. სთხოვს მოსწავლეებს რუკებისა და გლობალური
პოზიციონირების სისტემის (GPS) დახმარებით მიჰყვნენ მარშრუტს ლოკალურ გარემოში;
·
სათანადო რესურსების არსებობის შემთხვევაში (მაგ., ინტერნეტში ჩართული ბუკი), მოსწავლეებს აძლევს დავალებას, იპოვონ მანძილი ორ ობიექტს შორის (მაგ., სკოლასა და სახლს შორის) დედამიწის ვირტუალურ მოდელზე (მაგ., Google Earth, Google Map, Bing Maps).
ბუნ.IV.7. მოსწავლემ უნდა შეძლოს ბუნებაში წყლის
წრებრუნვის დახასიათება.
შედეგი
თვალსაჩინოა,
თუ
მოსწავლე:
·
ილუსტრაციებზე ან სხვა თვალსაჩინოებაზე აკვირდება და აღწერს ბუნებაში წყლის სხვადასხვა აგრეგატულ მდგომარეობას;
·
მსჯელობს ბუნებაში წყლის სხვადასხვა აგრეგატული მდგომარეობის მნიშვნელობაზე;
·
ბუნებაში წვიმის და თოვლის წარმოშობას აკავშირებს წყლის აგრეგატული მდგომარეობის ცვლილებასთან;
·
სქემატურად გამოსახავს ან/და ქმნის ბუნებაში წყლის წრებრუნვის მოდელს;
·
ჩამოთვლის
მაგალითებს ცოცხალი სამყაროსათვის წყლის წრებრუნვის მნიშვნელობის საილუსტრაციოდ.
შინაარსი
დედამიწის
ზედაპირიდან
წყალი ორთქლდება, ადის მაღლა, ცივდება, წარმოქმნის ღრუბლებს, საიდანაც სხვადასხვა
ნალექის სახით (წვიმა,
თოვლი,
სეტყვა)
ბრუნდება
დედამიწაზე
- ამ
პროცესს
წყლის
წრებრუნვა
ეწოდება
და
მას
ციკლური
ხასიათი
აქვს.
წყლის წრებრუნვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ცოცხალი და არაცოცხალი ბუნებისათვის.
სარეკომენდაციო აქტივობები
მასწავლებელი:
·
ავალებს მოსწავლეებს, შექმნან წყლის
წრებრუნვის პროცესის ცალკეული ეტაპების ამსახველი სქემა და გაუკეთონ წარწერები სათანადო
ტერმინოლოგიის გამოყენებით;
·
სთავაზობს მოსწავლეებს, ჯგუფებში
იმსჯელონ და შეადარონ წყლის
აორთქლების პროცესი
წელიწადის სხვადასხვა
დროს. დაასაბუთონ
თავიანთი მოსაზრებები;
·
წარმართავს დისკუსიას და საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, გამოთქვან მოსაზრებები, თუ რა შეიძლება მოხდეს დედამიწაზე წყლის წრებრუნვის არარსებობის შემთხვევაში;
·
სთავაზობს
მოსწავლეებს, დააკავშირონ წვიმის წარმოქმნა წყლის აორთქლებისა და კონდენსაციის
პროცესებთან და შეიმუშაონ წვიმის მოდელი სათანადო რესურსების (
ჩაიდანი ან სხვა ჭურჭელი წყლის ასადუღებლად, თეფში ან ჭურჭლის სახურავი)
გამოყენებით. შემდეგ კი უსაფრთხოების წესების დაცვით აჩვენონ, როგორ მუშაობს
მოდელი.
No comments:
Post a Comment