საწრეო მუშაობის რეფლექსია


საწრეო მუშაობის რეფლექსია
      ქალაქ თბილისის N167 საჯარო სკოლის  IVგ კლასში 2018-2019 სასწავლო წლის პირველ სემესტრში  შეიქმნა ბუნებისმეტყველების წრე. წრის მუშაობის შესახებ ინფორმაცია  ხელმისაწვდომი  იყო ყველა დაინტერესებულ პირთათვის, რადგან  წრის შექმნის შესახებ ინფორმაცია მშობლებს მივაწოდე სიტყვიერადაც და ელექტრონულადაც ( სოციალურ ქსელში გავაზიარე  ბლოგის მისამართი, სადაც დეტალურად მქონდა აღწერილი წრის შექმნის მიზანი).
https://167skola-buneba.blogspot.com/
          წრეში გაერთიანებული იყო  თხუთმეტი  მოსწავლე. საწრეო მუშაობა ტარდებოდა კვირაში ერთხელ, ოთხშაბათობით,  ხუთი გაკვეთილის შემდეგ.  საწრეო მუშაობაზე განსახილველი საკითხები წინასწარ შევათანხმე მოსწავლეებთან მათი ინტერესებისა და ესგ-ს სტანდარტის  გათვალისწინებით.
   საწრეო  მუშაობის მიზანია მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით  და საბუნებისმეტყველო  მეცნიერების მიმართ  მეტი ინტერესი გაჩენა, რათა უკეთ შეიცნოს  სამყარო და იგრძნონ პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოების და გარემოს მიმართ.
      საწრეო მუშაობა  საკმაოდ ეფექტური გამოდგა, რადგან მოსწავლეებმა შეძლეს როგორც პროგრამული საკითხების სიღრმისეულად გააზრება და შესწავლა, ისე  დამატებითი   ინფორმაციების მოძიება-განხილვა. დამატებითი ინფორმაციისათვის გამოვიყენეთ სკაიპ-გაკვეთილები და ვირტუალური საველე მოგზაურობები. education.microsoft.com-ის პორტალზე მოსწავლეთა ინტერესების სფეროდან გამომდინარე თავად ვეძებდი მეოთხე კლასისათვის შესაბამის  ვირტუალური საველე მოგზაურობებს და მიმოწერის საშუალებით ვათანხმებდი დროს სკაიპ ჩართვისთვის, რამაც მოსწავლეებში აამაღლა  მოტივაცია . მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი თავისი ინიციატივით კითხულობდა და ამოკრებდა დამატებით ინფორმაციებს მაგ; გადაშენებული ცხოველებისა და ,,წითელ წიგნში“  შეტანილი ცხოველებისა და ფრინველების შესახებ.   ამზადებდნენ  როგორც კედლის გაზეთებს ისე ელექტრონულ პრეზენტაციებს power point -ის მეშვეობით. 
     სამუშაო სასწავლო გარემო იყო მშვიდი და  კეთილგანწყობილ ურთიერთობებზე აგებული. შეხვედრებზე ვიყენებდი როგორც ბეჭდურ ისე ელექტრონულ რესურსებს. მუშაობის პროცესი ხელს უწყობდა სწავლის გაღრმავებასა და ტრანსფერს. წრის პროგრამული საკითხები მათ ნათელ წარმოდგენას უქმნიდა ძველი ცხოვრების შესახებ.
 წრის  წევრებთან ერთად, მიმაჩნია, რომ მიზანს მივაღწიეთ.
მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი, მომავალშიც, წრის მუშაობის გაგრძელების შესახებ. მათი
გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ მოსწავლეებს მოსწონდათ საწრეო მუშაობა, საინტერესო აქტივობებისათვის და საერთოდ წრეობრივი მუშაობის შექმნისთვის.
     ანალოგიურად, მშობლებიც კმაყოფილებით და ენთუზიაზმით შეხვდნენ  წრის დაარსებას. აღნიშნავენ, რომ წრე იყო საინტერესო, რადგან მათი შვილები ხალისითა და მონდომებით მუშაობდნენ  და წრეზე მიღებულ ინფორმაციას მათი შვილები იყენებენ izrune.ge-ზე სავარჯიშო და შემაჯამებელი ტესტების შესავსებად.
    ბუნებისმეტყველების საწრეო მუშაობა დადებითად აისახა საგნის სწავლების შედეგებზეც.


No comments:

Post a Comment